“სპაიდერმენი” თბილისიდან – 4 წლის ბავშვი, რომელიც მერვე სართულიდან გადმოხტა კლინიკიდან გაწერეს

4 წლის ბიჭი, რომელიც მერვე სართულიდან გადახტა და გადარჩა, დღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოდან სახლში გაეწერა.
როგორც „კვირას“ პაციენტის ექიმმა, ლევან ხარაშვილმა განუცხადა, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და წოლით რეჟიმს სახლში გააგრძელებს.
„პაციენტი კლინიკაში 8 მაისს საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა. მას სხეულის შიდა ორგანოების დახურული ტრავმები აღენიშნებოდა. ვარდნისას მიღებული ჰქონდა ღვიძლისა და ფილტვის დაჟეჟილობა; გარდა ამისა, ჰქონდა ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა. ერთკვირიანი მკურნალობისა და მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, დღეს კიდევ გადავუღეთ ექოსკოპია. პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტი ბინაზე წოლით რეჟიმს გააგრძელებს. სასწაულებრივად გადარჩა“, – განუცხადა „კვირას“ ექიმმა ლევან ხარაშვილმა.
ცნობისათვის, შემთხვევა გლდანში მოხდა.
ბებიის ინფორმაციით, ბიჭს “სპაიდერმენის” ფორმა ეცვა და მე-8 სართულიდან გადახტა. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულებზე ვაზის ტალავერი იყო და მისი შვილიშვილი სწორედ ამ ტალავერმა გადაარჩინა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები