ლგბტ პირების დაცვის რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილს იკავებს

ყოველწლიურ რეიტინში “ფერადი ევროპა” ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვის საკითხში საქართველომ 49-დან 24-ე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული რეიტინგი შეადგინა უფლებების დაცვის ჯგუფმა – ILGA-Europe.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნებმა რეიტინგი შეიძლება, მიიღონ 0%-დან (ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დისკრიმინაცია) 100%-მდე (პატიცივისცემა ადამიანის უფლებებისადმი, მთლიანად თანაბარუფლებიანობა უმცირესობისთვის საზოგადოებაში). საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 30,26% შეადგენს.
რეიტინგის შესადგენად ყველა ქვეყანაში შეისწავლება რიგი მაჩვენებლები, კერძოდ – თანაბარუფლებიანობა და დისკრიმინაციის არქონა, სქესის შეცვლის იურიდიული აღიარება, ბრძოლა დანაშაულთან სიძულვილის საფუძველზე და აზრის გამოთქმის თავისუფლება.
აღნიშნული რეიტინგის პირველ ადგილს მალტა 90,35%-ით იკავებს, ხოლო ბოლო ადგილებში მოქცეულია: რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები