„შუალედურ არჩევნებზეც გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც გახდა ძალიან სერიოზული კრიტიკის საბაბი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან წინა არჩევნებზე”

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე შუალედურ არჩევნებზე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მისი თქმით, შუალედურ არჩევნებზე გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც წინა არჩევნებზე უცხოელი პარტნიორების მხრიდან სერიოზული კრიტიკის საბაბი გახდა.
„წინასაარჩევნო გარემოს განსაზღვრავს მეთოდები, რომლებიც უკვე ტრადიციული გახდა „ქართული ოცნების“ პირობებში და რომელიც მათი საარჩევნო ხელწერას. პირველ ყოვლისა, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე, ეს გახლავთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინება იმ მიზნით, რომ არ მოვიდეს და არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დაუსჯელი ძალადობა. ყველა ამ პრობლემაზე საუბრობს – არამხოლოდ ოპოზიცია. ყველას პრობლემა ასახულია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებში, მათ შორის – ეუთო-ს დასკვნაში. შუალედურ არჩევნებზეც გარემო არის ზუსტად ისეთი, რაც გახდა ძალიან სერიოზული კრიტიკის საბაბი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან წინა არჩევნებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები