კობა არაბული: ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ, შენ და მე

„უსუფაშვილი ბოროტმოქმედებს შეუერთდა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, კობა არაბული დავით უსუფაშვილის განცხადებას, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს არჩევნებში მხარი დაუჭირა.
როგორც კობა არაბული განმარტავს, დავით უსუფაშვილი ამ მხარდაჭერით გიგა ბოკერიას, ოლეგ მელნიკოვსა და დათა ახალაიას შეუერთდა.
“ჩვენ ერთი სისხლისანი ვართ, შენ და მე“, – გაიმეორა კიპლინგის პაროლი დავით უსუფაშვილმა და ღიად დაუჭირა მხარი შალვა შავგულიძეს, ანუ გიგა ბოკერიას, მელნიკოვსა და დათა ახალაიას! სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ეს ხომ ერთი მოდგმაა, უღმერთო მკვლელების ხროვა. როგორც უნდა ინიღბებოდეს ქართველი ლიბერალი, როგორი უმანკო ინტელიგენტის ქურქშიც უნდა იყოს გახვეული, დადგება ჟამი, ამოვა სავსე მთვარე და ხროვა მოუხმობს მას. აი, ეს ხმა – „ანდამატური“ ხმა, რომელიც ძალუმად ისმის პარლამენტიდან, “ენჯეოებიდან”, „რუსთავი 2-დან“, დღეს მთაწმინდაზეც გაისმა. დღეს უსუფაშვილი შეუერთდა ბოროტმოქმედებს. ჩვენთვისაც დიდი დღეა, თეთრისა და შავის გარჩევის დღეა. დღეიდან ხომ ვეღარავინ მეტყვის: ეს ცხვარივით წყნარი კაცი ჭკვიანი და წესიერი იყო, უბრალოდ, არ აცალესო”, – აცხადებს კობა არაბული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები