ოდესაში, საკვირაო სკოლა “ანა-ბანას” მოსწავლეებს კონსულის მეუღლემ წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

ოდესაში არსებულ ქართულ-კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ “ივერიაში”, საკვირაო სკოლა “ანა-ბანას” ბავშვებს კონსულის მეუღლე ნინიკო ბრეგვაძე ეწვია.
სკოლის ბავშვები ქართველებისათვის უდიდესი წმინდანების ცხოვრებას და მოღვაწეობას გაეცნენ. კერძოდ, მოსწავლეებს ანიმაციური ფილმი “წმინდა გიორგის ცხოვრება და მოღვაწეობა” უჩვენეს.
ნინიკო ბრეგვაძემ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები, წიგნები და წმინდა გიორგის ხატები გადასცა. ბავშვებმა კი თავის მხრივ მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი ლექსებით და სიმღერებით გამოხატეს მადლიერება.
ღონისძიების დასასრულს კონსულის მეუღლემ ბავშვებს სწავლაში წარმატება უსურვა და გვერდში დგომას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები