დავით უსუფაშვილი: შალვა შავგულიძეს უნდა “მივუსაჯოთ” პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანასა და პარლამენტს

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს უჭერს.
დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს.
„დღეს შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ პარლამენტში შალვას არჩევა კი არაა სწორი, შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი, მას უნდა “მივუსაჯოთ” პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანასა და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში იმიტომ, რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა, პრაქტიკულად, იდეალური პარლამენტის წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი ,რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები. დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით, რომლებიც მოტივირებულები არიან საქმესა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები