კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი-მანგლისი–წალკა–ნინოწმინდას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი (კმ77-კმ92) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 16 კმ-იანი გზა და მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობები. მოეწყობა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 13 795 800 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები