,,ერთადერთი, რასაც პოლიცია არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს, არის ის, რომ იცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დროს, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესში ძალოვანების ჩარევას ეხებოდა.

„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თუ ბატონ გედევანს აქვს, სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიაწოდოს, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებენ, არის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ეს გავაკეთეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ასე მოვიქცევით ამ არჩევნებზეც.

ერთადერთი, რასაც პოლიცია არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს, არის ის, რომ იცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დროს, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს. ასე მოვიქცევით 19 მაისსაც არჩევნებზე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს.“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები