ჩიქოვანი “ნაციონალების” ბრალდებაზე: მივმართავ სამართალდამცველებს, დაიწყონ გამოძიება (ვიდეო)

“ქართული ოცნების” შტაბში ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს უპასუხეს. შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი სამართალდამცველ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანოებს გამოძიებისაკენ მოუწოდა, რათა ყველა აღნიშნულ ბრალდებას პასუხი გაეცეს.

“მე მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ აბსოლუტურად ყველა ფაქტზე, რომელშიც დანაშაულის ნიშნებია, დაიწყონ გამოძიება და თუ რაიმე ფორმით დადგინდა ვინმეს ბრალეულობა, უმკაცრესი ფორმით დაისაჯონ. ასევე, აქვე მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სამხარეო ადმინისტრაციას, ორივე მათგანმა გაასაჯაროვონ, გამოაქვეყნონ ყველა ის პროგრამა,.რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. რათა მოქალაქეები არ შეიყვანონ შეცდომაში და იმ ასტრონომიულ ციფრებზე, რაზეც არის საუბარი, ვგულისხობ დახმარებებს, მათ ჰქონდეთ რეალური წარმოდგენა, თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ჩვენ, რომ მათ შევუმსუბუქოთ ყოფა. აქვე ვხედავთ, რომ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია…პატარა ქალაქია და ჩვენ კარგად ვიცით ურთიერთობები, თუ რა კავშირში არიან ადამიანები ერთმანეთთან, ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ, ნუ გააბითურებს ამ ხალხს, ნუ გააბითურებს ზუგდიდის საზოგადოებას და ნუ მიჰყოფს ხელს იმ დეზინფორმაციას, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა. მორჩება ეს არჩევნები, ადამიანები კვლავაც გააგრძელებენ ამ ქალაქში ცხოვრებას და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას უკეთეს ზუგდიდში. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, რაც დღეს ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ სოფელ ჯიხაშკარში, გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეს არ იქნება ცალ კარში თამაში, ყველა ცრუ ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ, მიწოდებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ რეალურად დაინახონ, ენმ-ს წევრები თუ რა ფორმებით და რა ხერხებით ცდილობენ ქალაქ ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტში შედეგის მიღებას”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა მედიას იმ პირების ვინაობა წარუდგინა, რომლებიც სამეგრელოში ამომრჩევლების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობენ. ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ ამომრჩეველს 150 ლარს სთავაზობს, 200 ლარს კი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს. “მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში იმიტომ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობა, რათა ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება; ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურს.

აღსანიშნავია, რომ ენმ-ის ლიდერს გამართულ ბრიფინგზე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები