„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მერილი ფრანგისტას შეხვდა

 სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია FRANCO COMPANIA NAVIERA-ს აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტასა და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – იოსებ ნანობაშვილი ესწრებოდა. „საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს პატარა ზომის საკონტეინერო გემების მომსახურების ოპერატორებთან, რომლებიც მზად არიან, განიხილონ მათი შავ ზღვაში შემოყვანა და ოპერირება. ამასთანავე, მზადდება საკონტეინერო გემების მიმოსვლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. შეხვედრის ფარგლებში, სს „საქართველოს რკინიგზა“ და FRANCO COMPANIA NAVIERA შეთანხმდნენ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებასა და თანამშრომლობისთვის საჭირო საკითხების კოორდინაციაზე. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჩინეთიდან დაფიქსირდა კონტეინერების (TEU) 177%-იანი და საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების ჯამური 573%-იანი ზრდა. ამასთან, 2019 წელს კასპიის ზღვაზე გაშვებულია საკონტეინერო გემი, რაც დადებითად მოქმედებს სატრანზიტო ვადებსა და ტვირთბრუნვაზე, უფრო აქტუალურს ხდის შავ ზღვაზე პირდაპირი საკონტეინერო კავშირების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები