ლადო კახაძე: ეს დღე არის გამარჯვების, სიხარულისა და სიამაყის დღე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
1981 წლის 13 მაისს  თბილისის „დინამოს“ გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერან ფეხბურთელებს ისტორიული წარმატება პარტიის ლიდერებმა მიულოცეს.
„ეს დღე არის გამარჯვების, სიხარულისა და სიამაყის დღე. ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი – ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გამარჯვება და ბედნიერი ვარ, რომ თქვენ მიეცით მომავალ თაობებს თავდადებისა და გაუტეხელობის მაგალითი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე“, – მიმართა ვეტერან “დინამოელებს” ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები