„მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის“
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანლის, მაია მინიმოშვილის პარტიაში დასაქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“მაია მიმინოშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს, მაგრამ მისი მიმართულება ახალი სახეების შერჩევა არ არის. დიდი ხანია უკვე, ქალბატონი მაია ჩვენთანაა. მისი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას ემსახურება“,- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძის განმარტებით, მმართველი გუნდის ახალ სახეებს პოლიტსაბჭო არჩევს.