შეფერხება მეტროსადგურ „სამედიცინოზე“ – რამ გამოიწვია მეორე ხაზზე მეტროს გაჩერება

მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტზე“, მატარებლის ხარვეზის გამო, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მეტროპილიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„დღეს დილით, დაახლოებით – ათის ნახევარზე, მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტზე“  მეტროს მოძრავი შემადგენლობა, ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრებისგან დაიცალა და ჩიხში წავიდა. სანამ აღნიშნული მატარებელი ხაზიდან მოიხსნა და სათადარიგო მატარებელი ჩადგა ხაზში, მანამდე გადაადგილებას შორის ინტერვალი მცირე ხნით გაიზარდა“, – განუცხადეს „კვირას“ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა, შეფერხება “პიკის საათს” დაემთხვა, რის გამოც ბევრ მგზავრს შემდეგი მატარებლის მოსვლამდე ლოდინი მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები