ანდრია გვიდიანი სანდრა რულოვსზე: იმ 9 წლისთვის ბოდიშს კი არ ვიხდიო, ამაყი ვარო
ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის განცხადებას ეხმაურება.
„მე ძალიან ვამაყობ იმ ცხრა წლის მმართველობით, რომელშიც ჩემი მეუღლე იყო ორი ვადით არჩეული და მე ვიყავი პირველი ლედი”, – ამბობს სანდრა რულოვსი.
“ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ კი არ ვთელავდითო; მედიას კი არ ვატერორებდითო; საკუთრების უფლებას კი არ ვარღვევდითო; სიტყვის თავისუფლებას კი არ ვზღუდავდითო; ბიზნესებს კი არ ვაწიოკებდითო; ცუდად კი არ ვიქცეოდითო; არასწორად კი არ ვმართავდითო; შეცდომებს კი არ ვაანალიზებო; ბოდიშს კი არ ვიხდიო; არამედ ამაყი ვარ ყველაფრითო”, – წერს ანდრია გვიდიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.