კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შუალედურ არჩევნებზე მაქსიმალური მხარდაჭერა და საზოგადოების მხრიდან თანადგომა პირველივე ტურში იყოს, რათა არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
„საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50%-იანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და, ამ შემთხვევაშიც, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები