თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ვილნიუსის სკვერის, გალაკტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის (ნაწილილობრივ), ასათიანის, ჭონქაძის, მთაწმინდის, კრავეიშვილის, კირილე უკლებას, სულხან-საბას, ინგოროყვას, ჩიტაძის, დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ავლევის, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ბესიკის, ვეძინის, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პიმენ ყურაშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავასა და კატო მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, ლუბლიანას, ტერევერკოს, ნოდარ ბოხუას, წინამძღვრიშვილისა და ბაქოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ჯავახეთისა და შანშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლებისა (ნაწილობრივ) და დავითაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, ვასაძის (გლდანი), ხევძმარის, კონსტანტინე ლესელიძის (გლდანი), ხიზანიშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭედიას, თიანეთისა და კობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), სამხედო დასახლების, მუხიანის ნაკვეთების (ნაწილობრივ), ავშნის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ევგენი ღვალაძის (ნაწილობრივ), გობრონიძის, ლაგურაშვილისა და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.