ძლიერმა სეტყვამ თბილისში პრობლემები შექმნა
თბილისში ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა – დაზიანებულია სახლის სახურავები, დატბორილია ეზოები, სარდაფები და სადარბაზოები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ყველა წერტილში სამაშველო ჯგუფია გასული და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ძლიერი სეტყვის შედეგად არავინ დაზიანებულა.