“თირკმელი არ მაქვს, სად არის ეს თირკმელი?” – რა მოხდა სანდრა რულოვსის შეხვედრაზე ყულიშკარში (ვიდეო)

თირკმელი არ მაქვს, სად არის ეს თირკმელი?” – ამ სიტყვებით მიმართა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს ყულიშკარში შეხვედრაზე ადგილობრივმა აჩიკო ქაქუთიამ, თუმცა მიზეზის დაკონკრეტება, თუ რატომ სურდა აღნიშნულზე პასუხის მიღება სანდრა რულოვსისგან, ვერ შეძლო. პოლიციამ ის შეხვედრის ადგილიდან გაიყვანა.
“მინდა, რომ კითხვა დავუსვა, არ შეიძლება? რატომა რ მიშვებთ? თირკმელი არ მაქვს, სადაა ეს თირკმელი? რატომ არ ჩამიყენეს. გერმანიაშიც ვიყავი სტენტი გამიკეთეს და ყველა დოკუმენტი და დასკვნა მაქვს. მაინტერესებს, რატომ არ ჩამიყენეს თირკმელი?” – თქვა სანდრა რულოვსის დაცვასთან სიტყვიერი დაპირისპირებისას ქაქუთიამ.

აჩიკო ქაქუთიას მცდელობამ, კითხვებზე მიეღო პასუხი, შეხვედრაზე მისული ადგილობრივების გაღიზიანება  გამოიწვია და ყულიშკარში ქაქუთიასა და სანდრას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები