სოფო კილაძემ ნაძალადევში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა

სოფო კილაძემ, ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა, თავის სამაჟორიტარო ოლქში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მათ საჭიროებებს გაეცნო და საქველმოქმედო ღონისძიებიდან – “ბავშვები ბავშვებისთვის” შემოსული თანხა გადასცა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა – “ბავშვები ბავშვებისთვის” სოფო კილაძის ინიციატივით უკვე სამი წელია ტარდება, საკრებულოს წევრ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად. მასში ნაძალადევის რაიონის და ზღვის უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.

პროექტი  თბილისის მერიისა და დემოკრატიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები