#იგრძენიბავშობისგემო – ბელორუსული კომპანია „მოროზპროდუქტ ჯორჯია“, გამაგრილებელი დესერტის მოყვარულებს ზაფხულის დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება (ფოტოკოლაჟი)

#იგრძენიბავშობისგემო – სწორედ ამ სლოგანით, ბელორუსული კომპანია „მოროზპროდუქტ ჯორჯია“, გამაგრილებელი დესერტის მოყვარულებს ზაფხულის დაუვიწყარ დღეებს ჰპირდება, სწორედ იმ განუმეორებელი შთაბეჭდილებით, ათწლეულების წინ – „ჩვენს ბავშვობაში “- რომ ჰქვია.

დღესდღეობით, ბელორუსიაში, ნაყინისა და გაყინული პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, “მოროზპროდუქტი“ ლიდერის პოზიციებს იკავებს.
მისი, ისტორია კუბიდან დაიწყო. როდესაც კომპანიის გენერალური დირექტორი – სერგეი დობუდკო Coppelia-ს ნაყინის სასახლეს ეწვია, გადაწყვიტა ბაზარზე რძის ნაწარმის ტკბილეულით გასულიყო. კომპანია „მოროზპროდუქტი“ 1998 წელს დარეგისტრირდა. ერთი წლის შემდეგ, ბელორუსიის მოსახლეობამ საწარმოს პირველი ნაყინი – „გოშა“ და „ტრიუმფი“ გასინჯა.

მომდმევნო წლების განმავლობაში, კომპანია აქტიურად აფართოებდა, ანახლებდა და ამრავალფეროვნებდა ცივი ტკბილეულის ასორტიმენტს. 2009 წელს ბელორუსულმა ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი დაბალტემპერატურიანი ლოგისტიკური ცენტრი გახსნა, 2013 წელს კი გაფართოვდა და ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც თანამედროვე იტალიური ხაზით იყო აღჭურვილი. ქარხანა დაპროექტებული და აგებულია საკვები მენეჯმენტის უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და საშუალებას აძლევს საწარმოს, თვეში დაახლოებით 1500 ტონა ნაყინი აწარმოოს, ან 18000 ტონა წელიწადში, რაც დაახლოებით 260 მილიონი ნაყინის შეფუთვას უდრის, ეს კი ათჯერ მეტია შანხაის ან 30-ჯერ მეტი ნიუ-იორკის მოსახლეობაზე.

სანამ ნაყინი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის ხელში მოხვდება, მთელ რიგ საწარმოო ციკლს გადის. ტკბილეულის მომზადება მასის მომზადებით იწყება, შემდეგ იფილტრება და შესაბამის ტემპერატურამდე ცხელდება, ტარდება ჰომოგენიზაციის და პასტერიზაციის აუცილებელი პროცედურები. მომდევნო ეტაპია გაციებაა, შემდეგ გაყინვა, დაფასოება, შეფუთვა და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება საწყობში.
კომპანია „მოროზპროდუქტს“ გააჩნია საკუთარი დაბალტემპერატურიანი ლოჯისტკური ცენტრი.
ეს დიდი საწყობია ხელსაყრელ ლოკაციაზე, რომელიც ევროპულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს.

  კომპანია „მოროზპროდუქტი“ დიდი ყურადღებას უთმობს ექსპორტის განხრით​ აქტიურ განვითარებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ქართველი მომხმარებლის სათანადო მომსახურება.
„მოროზპროდუქტი“ – მდიდარი ისტორიისა,და და პრინციპების მქონე კომპანიაა. ჩვენი მისია ისაა, მივანიჭოთ ცხოვრებას ბედნიერება, სიმსუბუქე და ყოველი დღე დღესასწაულად ვაქციოთ”, – განაცხადა კომპანია “მოროზპროდუქტ ჯორჯიას” დირექტორმა, ქალბატონმა ვიქტორია ბიკავამ. ნაყინი ეს არის ბავშვობის დაუვიწყარი გემო, რომელსაც ასაკი არ აქვს და შესაბამისად, ხალისიან, ჯადოსნურ დღეებთან და ბავშვურ ჰაეროვნებასთან ასოცირდება. სწორედ ეს არის კომპანია „მოროზპროდუქ ტჯორჯიას“ პროდუქციის ექსკლუზიური რეცეპტი.
(R)

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები