შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს რეგიონებში სიჩქარის მზომი, „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეგიონებში სიჩქარის მზომი, „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს.
უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით 6 ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ:
1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე, მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე, მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან, მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე, მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე, მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან, მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე, მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 467 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2677 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 944 ნომრის ამომცნობია, ხოლო 1733 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.
ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად, სამინისტრომ, უკვე ერთი თვეა, საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია – „მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება”, -აცხადებენ უწყებაში.