დღეს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი – ოქროყანა – მთაწმინდის პარკის გზაზე საავტომობილო გზა დაიკეტება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „ახალი ღვინის ფესტივალი 2019“-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 11 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, თბილისი – ოქროყანა – მთაწმინდის პარკის გზაზე ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები მოემსახურებიან.
საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ღონისძიების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.