“ყაზტრანსგაზმა” გაჩიანის მარეგულირებელ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარა (ვიდეო)
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
კომპანიის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგებისთვის, გაჩიანში მდებარე გაზის წნევის ერთ-ერთი ცენტრალური მარეგულირებელი სადგურის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა, რომელიც 2007 წლის შემდეგ არ განახლებულა.
“თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილურ გაზმომარაგებას ოთხი ცენტრალური მარეგულირებელი სადგური ემსახურება, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს. გაჩიანის გარდა, მსგავსი მარეგულირებელი სადგურები ნავთლუღსა და გლდანშია”,- ნათქვამია “ყაზტრანსგაზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.