შს მინისტრმა შუალედური და რიგგარეშე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სპეციალური ბრძანება გამოსცა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.
იხილეთ: https://info.police.ge/page?id=51
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც შინაგან საქმეთ სამინისტრომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად უკვე გაატარა,  არის მემორანდუმის გაფორმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.
დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მოაწერეს.
მემორანდუმით, საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას,  ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები