“იმ ნაწილში, სადაც საბჭო არის პასუხისმგებელი კანდიდატების შერჩევაზე, ნამდვილად ვერავინ, ვერცერთი ძალა შეძლებს ჩარევას”
“მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იმ ნაწილში, სადაც საბჭო არის პასუხისმგებელი კანდიდატების შერჩევაზე, ნამდვილად ვერავინ, ვერცერთი ძალა შეძლებს ჩარევას”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარ გამოთქმული ეჭვები პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი დასტური, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რაღაც გავლენა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე,
„პროცედურები არის ძალიან დეტალურად გაწერილ კანონში და საბჭო შეასრულებს ყველა იმ პროცედურას, რომელიც მითითებული არის კანონში. პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭირვალე, ნებისმიერ პირს ექნება ამ პროცესზე დაკვირვებისა და შეფასების შესაძლებლობა. საბჭო მაქსიმალურად სანდოდ და გამჭვირვალედ ჩაატარებს ამ პროცედურებს. რაც შეეხება წინასწარ გამოთქმულ ეჭვებს – ამას ნამდვილად მიჩვეული ვართ და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ გარკვეულ ძალებს სურთ, რაღაც გავლენა ჰქონდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იმ ნაწილში, სადაც საბჭო არის პასუხისმგებელი კანდიდატების შერჩევაზე, ნამდვილად ვერავინ, ვერცერთი ძალა შეძლებს ჩარევას. საბჭო იქნება აუცილებლად დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და თითოეულ წევრს ექნება საშუალება, რომ დამოუკიდებლად, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.