მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო

„მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო“, – როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად, საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომლებსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.
პრემიერმინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები