ნინო გვენეტაძე: ეს პერიოდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას დავუთმე
თსუ-ის პრორექტორის, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თქმით, მისი სურვილი იყო, მუშაობა საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით გაეგრძელებინა. მისივე განმარტებით, ეს პერიოდი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას დაუთმო.
“მოგეხსენებათ, 2018 წლის აგვისტოს თვიდან დავტოვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მთელი ეს პერიოდი სარეაბილიტაციო პროცესს დავუთმე – ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩემი დიდი სურვილია, რომ გამეგრძელებინა მუშაობა საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით და, ბუნებრივია, შეხვედრებმა უნივერსიტეტთან, რექტორთან, მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ შევძლებდი, დავბრუნებოდი ჩემს ძალიან საყვარელ და საპასუხისმგებლო საქმიანობას, სფეროს და, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა რექტორის მოადგილის პოზიციაზე ჩემი გამწესების საკითხი, რომელიც სასწავლო პროცესს გაუწევს მეთვალყურეობას”, – განაცხადა გვენეტაძემ.