12 მაისს მახათას მთისკენ ავტობუსების 2 მარშრუტი დაინიშნება

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.
ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები