სეს-მა რუსთავში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ სეს-დან აცნობეს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს“, – აცხადებენ სეს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები