ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური მატჩი გაიმართა
მიმდინარე წლის 12 მაისს, 15:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე (მისამართი: აკაკი ბელიაშვილის ქუჩა) ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასზე, ფინალური შეხვედრა გაიმართება.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის “თბილისი” და გორის “დილა” დაუპირისპირდებიან.
ტურნირი „არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასი” ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის უკვე მეორე წელია, ტარდება.