საქართველოსა და უკრაინის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, ლევან კარანაძემ და უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ ბილჩუკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო სააგენტოდან აცნობეს, დოკუმენტი ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას შორის საავიაციო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოხატავენ საავიაციო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლის მზადყოფნას, ასევე, უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების გაცვლასა და მეორე მხარის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში (საინსპექციო შემოწმებები, ადგილზე სწავლებები და სხვა) მონაწილეობას.
მემორანდუმის ხელმოწერა პარიზში 8-9 მაისს გამართულ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრის (DGCA/152) ფარგლებში შედგა, სადაც საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროკავშირის კანდიდატის არჩევისა და ICAO-ს ასამბლეაზე წარსადგენი სხვა საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები