“მამიდისა” და მასთან ერთად დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ

“მამიდას”, “ფისოსა” და “სალომეს” ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას ითხოვენ.
გამოძიება დაკავებულებს პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარე კი დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რამდენიმე საათში იმსჯელებს.
​ადვოკატების თქმით, არ არის აუცილებელი, ბრალდებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ.
“მამიდის” უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
ცნობისათვის, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები