სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს უფროსთან, პიოტრ პოგონოვსკისთან შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ორ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები