“რუსეთი ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას და მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა”
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემარულებელის მიერ სენატისადმი წარდგენილ მოხსენებაში რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოხსენებაში ვრცლად არის საუბარი აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებზე, ამერიკის პარტნიორების როლსა და აშშ-ის საჭიროებებზე.
„აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურ გენერალ დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხირდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი.
მოხსენებაში ვრცლად არის საუბარი აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებზე, ამერიკის პარტნიორების როლსა და აშშ-ის საჭიროებებზე. ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო შესაძებლობების მოდერნიზაციის ტენდენცია, აგრეთვე, რუსეთის მიერ საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები, მათ შორის – მეზობელი ქვეყნების მიმართ და, ასევე, სხვა ქვეყნების სუვერენული დემოკრატიული პროცესების ხელისშეშლის მცდელობები. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას და მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.
არსებული ვითარების საპირწონედ დეპარტამენტი აშშ-ის სამი მთავარი მიმართულებას გამოყოფს: სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა. გენერალმა დანფორდმა, ასევე, ისაუბრა რუსეთის ასიმეტრიულ საფრთხეებზე და შესაძლებობებზე, მათ შორის – საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომელთაც რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალმა, ასევე, ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.