ვენაში საბჭოთა კავშირის მეომრების მემორიალს წითელი საღებავი გადაასხეს
ვენაში უცნობმა პირებმა წითელი საღებავი გადაასხეს საბჭოთა კავშირის მეომრების მემორიალს, რომლებიც ავსტრიის ფაშიზმისგან გათავისუფლების დროს დაიღუპნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დღეს დილით უკრაინული დელეგაცია მემორიალთან მივიდა, რათა ის ყვავილებით შეემკოთ და დაინახეს, რომ მემორიალს წითელი საღებავი ჰქონდა გადასხმული.
აღნიშნული მემორიალი არაერთხელ გამხდარა ვენაში ვანდალიზმის ობიექტი.