თბილისში სამგზავრო ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში №46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ დიღმის დასახლებაში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შუახნის ასაკის მამაკაცს ფეხის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. თუმცა განმარტავენ, რომ ინციდენტი ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე ვითარების გასაცნობად საპატრულო პოლიციისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები