კახა გვანცელაძე: თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება
„რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge”, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.
“რეგისტრაციის დაწყების დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
საზაფხულო ბაღები, რაიონების მიხედვით, შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:
გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186;
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15;
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“;
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182;
კრწანისის რაიონი -N51, N206;
მთაწმინდის რაიონი – N3, N152, N162;
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80;
საბურთალოს რაიონი – N197, N74, N112;
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72;
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.