თელავში 25 წლის ბიჭი დაჭრეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თელავში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 25 წლის მამაკაცი ბასრი საგნით დაჭრეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს ზედაპირული ჭრილობები ბასრი იარაღით მიაყენეს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.