გიორგი შენგელია: მეგრული ვაზის ჯიშების აღდგენა იგეგმება

ზუგდიდის მერობის მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი შენგელიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში ძველი მეგრული ვაზის ჯიშების აღდგენა იგეგმება. მისივე თქმით, გარკვეული ინვესტიციები ჩაიდება ჩაისა და თხილის კულტურის აღორძინებაში. ამის შესახებ მან ზუგდიდის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” მესამე სექტორთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„მაქსიმალური ყურადღება ტურიზმის განვითარებაზე გამახვილდება. ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების დაინტერესება მოხდება ტურისტული კერების გაჩენით, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებით და მეტი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. უკვე დაწყებული გვაქვს ზუგდიდში არსებული მეღვინეობის ტურისტულად გამართვის პროცესი. უნდა შეიქმნას ის გარემო, რითაც შევძლებთ ტურისტების მოზიდვას. ასევე, მნიშვნელოვანია თხილის კულტურის კვლავ აღორძინება. გარკვეული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს ჩაის კულტურის თავიდან დანერგვასა და სამაცივრე მეურნეობებში“, – აღნიშნა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები