ზაურ დარგალი: მალე ქალაქი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა
მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა დღეს ქალაქის მცხოვრებლებისგან მათი საჭიროებები მოისმინა. დარგალის თქმით, უახლოეს მომავალში ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.
“მალე ქალაქი გადავა 24 საათიან მომარაგებაზე, წყალმომარაგებაზე, ამის შემდეგ კი მარნეულში მთლიანად მოვაგვარებთ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.
დარგალმა შეხვედრაზე მოსახლეობას საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, რეაბილიტირების სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.