22-ე ბატალიონი ავღანეთიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და აშშ-ის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დახვდნენ.
ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გადააბარა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები