სტიქიამ კახეთი დააზარალა – რა ვითარებაა რეგიონში

ძლიერი წვიმის შედეგად, კახეთის რეგიონი დაზარალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში კახეთიდან, ამ დრომდე, 100-მდე შეტყობინებაა შესული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, თითოეულ მათგანზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მყისიერ რეაგირებას ახდენენ.
“ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი მდინარე – „კაბალი“, „არეში“ და „აფენი“ ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლების ეზოები, სარდაფები, პირველი სართულები და მიწის ნაკვეთები დატბორა.მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, კახეთში ვითარება სტაბილურია”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები