მარათონთან დაკავშირებით, კახეთში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება

საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 5 მაისს, კახეთში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება ასევე თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.
სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები