გივი მოდებაძე: მოსახლეობის ჩართულობით გავაგრძელებ ჭიათურაზე ზრუნვას

მმართველი პარტიის ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სოფელ სვერის,ცხრუკვეთის, თვალუეთისა და გეზრულის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
,,ბოლო 7 თვის განმავლობაში მე ვასრულებ ჭიათურის მერის მოვალეობას. ამ პერიოდის განმავლობაში დავიწყე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ისეთი პროექტების, როგორებიცაა წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება, ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ჩემი ხელმძღვანელობით ჭიათურის მერიამ 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა ჭიათურაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. 19 მაისს თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მე ჩემს გუნდთან ერთად და თქვენი, მოსახლეობის ჩართულობით გავაგრძელებ ჭიათურაზე ზრუნვას. მჯერა ღირსეულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები