ვახტაბ ბერიძემ სოფელ ჩაოს მოსახლეობას “ჩაოობის” დღესასწაული მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში სახალხო დღესასწაული “ჩაოობა” აღინიშნა.
ადგილობრივებმა დღესასწაულს საფუძველი 22 წლის წინ ჩაუყარეს. ღონისძიება ადგილობრივების ორგანიზებით გაიმართა. ზეიმს მხატვრულად ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აფორმებდნენ. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ღონისძიებაზე სამი საპატიო ჩაოელიც გამოავლინეს, რომლებსაც სპეციალური სიგელები გადასცეს.
სახალხო ზეიმს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მმართველი გუნდის მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი – ვახტანგ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
,,სოფელ ჩაოს მოსახლეობას ვულოცავ სახალხო დღესასწაულს “ჩაოობას”. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღესასწაულები. ამ სოფელთან მაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ზეიმზე ვიმყოფებოდი, როგორც მოწვეული სტუმარი, თუმცა ძალიან საინტერესოა მსგავსი დღესასწაულები და ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, რადგან საჭიროა, იყოს მეტი ისტორიული დღესასწაული, რის საშუალებითაც უკეთესად გადაეცემა მომავალ თაობას სხვადასხვა ტრადიცია”, – განაცხადა ხულოს მერობის კანდიდატმა.