ზაურ დარგალი: მარნეულელებმა კარგად იციან, ვინ ვინ არის და ვინ სად დგას, მათი მოტყუება არავის გამოუვა
მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ზაურ დარგალის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” მარნეულელები შეცდომაში შეჰყავს და მათი მოტყუების ხარჯზე, ხმების მოზიდვა სურთ. დარგალის აზრით, ტყუილებით მოსახლეობის გულის მოგება “ნაციონალური მოძრაობის” სტილია.
“როგორც ყოველთვის, მთელი მათი საარჩევნო კამპანია ტყუილზეა აგებული. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია მარნეულელი ამომრჩევლის მოტყუება, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ეს იყო მათი სამუშაო სტილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ მარნეულელებმა კარგად იციან, ვინ ვინ არის, ვინ სად დგას და ეს ტყუილები და სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია არაფრის მომტანი არ იქნება მათთვის”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით დაბეჭდილ ფლაერებს ურიგებს და არწმუნებს, რომ ისინი 19 მაისს ბიულეტენში 5-იანის შემოხაზვით, ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ.