გიორგი შენგელია: ზუგდიდის მოსახლეობას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, უფრო კომფორტულ გარემოში საცხოვრებლად
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შენგელია შარტავასა და შენგელიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი მოასახლოების პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„განვაგრძობთ შეხვედრებს საარჩევნო კამპანიას ფარგლებში. დღეს კარდაკარ შეხვედრები მაქვს მოსახლეობასთან. შენგელიასა და შარტავას ქუჩაზე მცხოვრებ, ასევე ბუკიას ქუჩაზე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის პრობლემები, რომლებიც მოსახლოებას აწუხებს. ეს იყო შარტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება და მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ამ ფაქტით. ასევე, არის სხვადასხვა საკითხი, რომლის გადაჭრაც სჭირდება მოსახლეობას. ჩვენ მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ზუგდიდში მცხოვრებ ადამიანებს და ყველნაირად ხელს შევუწყობთ, რათა უფრო კომფორტულ გარემოში მოუწიოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა შენგელიამ.