გიორგი შენგელია კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნება-დემოკარატიული საქართველოს“ კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კარდაკარ შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შენგელია თეთრი გიორგის ქუჩაზე იმყოფებოდა. მერობის მმართველი გუნდის კანდიდატი მოასახლოების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. დღეს თეთრი გიორგის ქუჩაზე, ვატარებთ კარდაკარ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვიგებთ მათ საჭიროებებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით საკითხებში, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია“-განაცხადა შენგელიამ.