გიორგი შენგელია: წლის ბოლომდე ზუგდიდში, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ ტერიტორიაზე ჩასახლებულ დევნილები ახალ ბინებს მიიღებენ

2019 წლის ბოლომდე, ყოფილი სასტუმრო „ოდიშის“ ტერიტორიაზე ჩასახლებული 60 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს – ამის შესახებ დღეს, დევნილებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრისას განუცხადა.
“დღეს, სასტუმრო ,,ოდიშის“ ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს შევხვდი. მიხარია, რომ დევნილები წლის ბოლომდე ბინებს მიიღებენ. აქ ცხოვრება მართლაც გაუსაძლისია. ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული დევნილის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად”,- განაცხადა შენგელიამ.
დღევანდელ შეხვერდაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები