გიორგი გოგლიჩიძე კამეჩისთავის მოსახლეობას შეხვდა

​ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში დღეს გოგლიჩიძე კამეჩისთავის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ადგილობრივებმა უმთავრეს საკითხად კანდიდატს სასმელი წყლის პრობლემა დაუსახელეს.
“მოსახლეობა საუბრობს პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ წლების განმავლობაში. ამ უბანში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. მათ ვუთხარი, რომ მომავალ წელს აქ დაიწყება სამუშაოები და წლის მეორე ნახევრიდან მიიღებენ წყალს. ამ ამბავს ისინი გაგებით შეხვდნენ. იმედი მაქვს, 19 მაისს მათი ჩართულობით, ერთმანეთის გვერდში დგომით ბევრ რამეს გავუკეთებთ ამ უბანს, ქალაქსა და მთელს ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები